რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსებმა თავდაცვის გარღვევა ჯავშანტექნიკის 57 ერთეულით სცადეს, გავანადგურეთ – 79-ე ბრიგადა

კადრები 79-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების ტავრიის 79-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა რუსი სამხედროების მასობრივი იერიშის მოგერიების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

79-ე ბრიგადის ცნობით, ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა კურახოვის მიმართულებით ჯავშანტექნიკის 57 ერთეულით: 10 ტანკითა და 47 ჯავშანტრანსპორტიორით სცადეს. გამოიყენეს 10 მოტოციკლიც. 

კურახოვი დონეცკის ოლქში მდებარეობს.

ბრიგადის ცნობით, იერიშის მოგერიება წარმატებით შეძლეს, გაანადგურეს 8 ტანკი, 12 ჯავშანტრანსპორტიორი, 9 მოტოციკლი და 1 მანქანა. მოკლულია 36 რუსი სამხედრო, 32 კი დაიჭრა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთმა ამ მიმართულებით ჯავშანტექნიკის 57 ერთეულით თავდაცვის ხაზის გარღვევა ცადა. 79-ე ბრიგადამ წინა მცდელობაც მოიგერია. წინა თავდასხმის დროს 79-ე ბრიგადა წერდა, რომ გაანადგურეს 6 ტანკი, 7 ჯავშანტრანსპორტიორი და 12 მოტოციკლი, მოკლეს 40 ოკუპანტი, 37 კი დაიჭრა.

კომენტარები