შინეიდ ო'კონორი

ცნობილი გახდა შინეიდ ო'კონორის სიკვდილის მიზეზი

შინეიდ ო'კონორი
Britannica.com

ცნობილი გახდა შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი. ირლანდიელი მომღერლის სიკვდილის მიზეზი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქიალური ასთმა გახდა.

გარდაცვალების ცნობა მომღერლის პირველმა ქმარმა და მეგობარმა, ჯონ რეინოლდსმა ლონდონში დაარეგისტრირა.

შინეიდ ო'კონერი 2023 წლის ივლისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მომღერალი ცნობილი 1980-იან წლებში ალბომით, "The Lion and The Cobra"-თი გახდა, მსოფლიო დონის პოპულარობა კი 1990 წელს, Prince-ის სიმღერის, "Nothing compares 2 U"-ს ქავერით მოიპოვა.

მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა.

კომენტარები