შინეიდ ო'კონორი

ექსპერტიზის ცნობით, შინეიდ ო'კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა

Rob Verhorst

საუსვარკის სასამართლო ექსპერტიზის ცნობით, მომღერალი შინეიდ ო'კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მის გარდაცვალებაში სხვა არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. 9 იანვარს ცნობა ინგლისის მეტროპოლიტანის პოლიციამ დაადასტურა. პოლიციაში შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების საქმე დაიხურა. 

ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 2023 წლის 26 ივლისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის სახლში, სამხრეთ ლონდონში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა. Twitter-ის უკანასკნელ პოსტში მომღერალმა გარდაცვლილი ვაჟიშვილის ფოტო დადო და დაწერა: "მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი სულის ლამპარი."

კომენტარები