რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: ოლქებზე დრონებით შეტევა იყო, ორიოლის ოლქში ელექტროსადგური დაზიანდა

Social Media via REF/RL

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 29 ივლისის ღამით 5 რუსულ ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი 39 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სამინისტროს თქმით, 19 დრონი კურსკის ოლქში, 9 ბელგოროდის ოლქში, 5 ბრიანსკის ოლქში, ხოლო 3 ვორონეჟისა და ლენინგრადის ოლქებში გაანადგურეს. 

ვორონეჟის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დრონის ვარდნის შედეგად გაზოპროვოდის დასახლებაში "კომუნალური ინფრასტრუქტურის" შემადგენელი ობიექტი დაზიანდა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის თანახმად, 29 ივლისის ღამით გლაზუნოვსკის რაიონში 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. მისი თქმით, დრონების ნაწილების დაცემისას ადგილობრივი ელექტროსადგური დაზიანდა, თუმცა კონკრეტული სახის დაზიანებები არ დაუზუსტებია. 

"ოპერაციული სამსახურები საჰაერო თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ". - დაწერა კლიჩკოვმა. 

ორიოლის ოლქი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში მოხსენიებული არ არის. ის უკრაინის ტერიტორიას არ ესაზღვრება და ბრიანსკის აღმოსავლეთით და ბელგოროდისა და კურსკის ჩრდილოეთით მდებარეობს. 

კომენტარები