დაზიანდა სოფელი ჭიაურის მოსახლეობა. წუხანდელს შემდეგ, დღეს დილითაც, შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახური ახორციელებს დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვას. [...] ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 12-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა ძლიერი ქარის შედეგად. დატბორილია, დაახლოებით, 100-მდე ოჯახის პირველი სართულები. შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს.
tbl.ge/6uqi
დაკოპირდა

უთხრა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდინარაშვილმა ჟურნალისტებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭიაურსა და წითელგორში 27 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მოსახლეობა დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა.




