რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

objectiv.tv

24 ივლისს, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორ ადამიანს ჯერჯერობით ეძებენ.

სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კიდევ ორ ადამიანს ამჟამად ეძებენ. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ცხედარი, ვინაობა დგინდება". - წერს სინეგუბოვი.

კომენტარები