რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 35 რუსული დრონი გაანადგურა

Unian.net

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 ივლისის ღამეს განადგურებულია 35 რუსული დრონი.

ოკუპანტებმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის 39 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან მიიტანეს.

ღამის შეტევის დროს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის 10 რეგიონში მუშაობდა.

დრონების გარდა, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მართვადი საავიაციო რაკეტებითაც მიიტანეს, რომელთაგან ორ X-59 ტიპის რაკეტას საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მიმართულება შეუცვალეს.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები