სომხეთი

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ქალაქ იეგვარდთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სავარჯიშო დავალებას ასრულებდა და დილით, დაახლოებით 9:30 საათზე ავარია განიცადა. პილოტების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

კომენტარები