ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა ღიად თქვა, რომ გეია. ფორმულა ერთის ლეგენდისა და 7-გზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ძმამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
რალფ შუმახერმა Instagram-ზე თავის ბიზნეს მენეჯერთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი რამ არის, როდესაც გვერდზე გყავს სწორი ადამიანი, რომელთანაც ყველაფერი შეგიძლია გაიზიარო."
შუმახერი 1997-2007 წლებში ჯორდანის, უილიამსის და ტოიოტას მრბოლელი იყო. ჩატარებული 180 რბოლიდან მან ექვსი გამარჯვება და 27 პოდიუმის ადგილი მოიპოვა.





