ფორმულა ერთი

რაიკონენი ავსტრალიის შემდეგ გამარჯვებას მალაიზიაშიც ეცდება

კიმი რაიკონენმა ავსტრალიის გრან-პრის მოგება მოახერხა და ახლა ძალების მოსინჯვას მალაიზიაში ეცდება. სწორედ აქ მოახერხა ფინელმა, წლების წინ თავისი პირველი რბოლის მოგება.

„მე ვიტყოდი, რომ ავსტრალიაში ამინდთან დაკავშირებით საკმაოდ ნორმალური სიტუაცია იყო და თუ ამჯერადაც ასეთ კონდიციებში ვიქნებით, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ. იმედია, საკვალიფიკაციო რაუნდშიც ნორმალურ შედეგს ვაჩვენებთ“, - განაცხადა რაიკონენმა.

ლოტუსის მრბოლელმა 2003 წელს სეპანგში გაიმარჯვა და ახლა ალბერტ პარკში დომინირების შემდეგ,  ელის, რომ სიცხე და წვიმა მეორე რაუნდში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„შარშან, სიცხეში საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ, ასე რომ, ჩვენთვის ასეთი ამინდი უკეთესია. აქედან გამომდინარე, თუ ახლაც ასე მოხდება, ვფიქრობ, კმაყოფილები უნდა ვიყოთ“.

მალაიზიაში რბოლა 24 მარტს გაიმართება.

კომენტარები