ფეხბურთი

ნახეთ ვიდეო, რომელიც ზურიკო დავითაშვილს ახალმა კლუბმა, სენტ-ეტიენმა მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გადავიდა. ოფიციალურ ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.

სენტ-ეტიენმა ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად საპრეზენტაციო ვიდეოც გაავრცელა, სადაც საქართველოს ეროვნული ჰიმნია შესრულებული.

ზურიკოს საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტი გააფორმა, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამოცემა L'Équipe წერდა, რომ ბორდოს დავითაშვილის ნაცვლად 6 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

კომენტარები