რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს ახალი დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის გაწევრიანება შეუქცევადია

reuters

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში წერია, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია.

"მაშინ, როცა უკრაინა აგრძელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს, ჩვენ გავაგრძელებთ მისი სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის NATO-ს წევრობის შეუქცევადი გზის მხარდაჭერას." – წერია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ასევე წერია, რომ ალიანსის ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

"უკრაინის მომავალი NATO-შია." – წერია განცხადებაში.

აქამდე, ერთი კვირის წინ POLITICO-მ გაავრცელა ცნობა წყაროებზე დაყრდნობით, თითქოს ტრამპი მუშაობდა გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებსა და ტერიტორიის ნაწილის დათმობას აიძულებდა, NATO კი დადებდა პირობას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აღარ გაფართოვდებოდნენ.

კომენტარები