ევროპულმა საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ მათ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, შინაარსობრივი ალოკაციით, შემდეგია:
- ქართული ოცნება - 34.4%
- ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი - 16.9%
- ახალი - 12.4%
- ლელო - 8.0%
- გახარია საქართველოსთვის - 6.9%
- გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა - 5.1%
- ევროპული საქართველო - 4.4%
- ხალხისთვის - 2.3%
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 2.1%
- გირჩი - 1.9%
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1.8%
- მოქალაქეები - 1.6%
- საქართველოს კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 0.9%
- ხალხის ძალა - 0.8%
- სხვა პარტია - 0.3%
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.4%-ით მეტ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
კვლევის მიხედვით, სამი ოპოზიციური ცენტრის არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციის ჯამური შედეგი 3.2%-ით მეტია, ვიდრე ერთიანი სიის შემთხვევაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის ნედლი შედეგებით, მოსახლეობის 21.2%-ს კითხვაზე "რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას?" პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევის თანახმად, თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგით 21.5% ქართულ ოცნებას, ხოლო 6.8% ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის გაერთიანებას მიენიჭა.