საქართველო-აშშ

დანიგანი წვრთნების გაუქმებაზე: გაუგებარი არ არის, მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა

ვფიქრობ, რომ განცხადება [წვრთნების] გაუქმების მიზეზის შესახებ მკაფიო იყო. ეს სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის.  მე ძალიან პირდაპირ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის [ვითარება], სადაც აშშ-ს სურს, რომ იყოს. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და ამის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გადადება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს [მმართველი] პარტიის გარკვეული წარმომადგენლებისგან ამერიკისა და ჩვენი განზრახვების შესახებ საქართველოში. ამიტომ, შემიძლია გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ძალიან მკაფიოა მიზეზების შესახებ. ეს სამწუხაროა და  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ურთიერთობების ხელახალი დაბალანსება.

ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი. აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო - ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი, აშშ-ს გადაწყვეტილებას "გაუგებარი" უწოდა.

კომენტარები