საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

გველესიანი: ივანიშვილისგან პრემია მივიღეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – მადლიერები ვართ

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში, ღირსების ორდენი მივიღეთ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდოა. ასევე, ხალხის სიყვარული დავიმსახურეთ, რაც ფასდაუდებელია. აგრეთვე, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია მივიღეთ და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - არ მესმის, რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები მადლიერები ვართ და ეს ჩვენი მხრიდან საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა.

პირადად მე არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატიური სახის განცხადებას ყველანაირად ვემიჯნები, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით, ერთობა და ჰარმონია გვაქვს. არის ძალები, რომლებიც, ალბათ, ამ ჰარმონიის დარღვევასა და რაღაც დებოშის შემოტანას ცდილობენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის წარმატების საწინდარი. 

თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა TV იმედთან საუბარში. გუნდმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართუსგან ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი მიიღო.

კომენტარები