ევრო 2024

დემირალი გოლის ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშვნის გამო მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს

თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა გოლის ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშვნის გამო, UEFA-სგან 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია UEFA-ს გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს

თურქეთისა და ავსტრიის მერვედფინალურ დაპირისპირებაში თურქებმა სწორედ დემირალის დუბლით, ანგარიშით 2-1 გაიმარჯვეს, ფეხბურთელმა კი ერთ-ერთი გოლი ე.წ. რუხი მგლების ჟესტით აღნიშნა. 

რუხი მგლები თურქული ულტრანაციონალისტური პარტიის MHP-ის ნეოფაშისტური ახალგაზრდული ფრთაა. ავსტრიაში ე.წ. რუხი მგლების მისალმება და ჟესტები 2019 წლიდანაა აკრძალული და აკრძალვაზე აქტიურად მუშაობენ გერმანიაშიც.

თურქეთი ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივლისს 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები