ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მით უმეტეს, ამდენ ხალხს რომ უყურებ, დილაუთენია როგორ გამოდის და ჩვენს დასახვედრად ემზადება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოს, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ხდება.
თამაშზე მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციისთვის, ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება და ამის შემდეგ გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით რა დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ.
ზოგადად, ასეთი დაფასება ხალხისგან და ასეთი სიყვარული არის ძალიან დიდი რამ და ძალიან საამაყოა. ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ.