დმიტრი გორდონი

რუსეთმა დმიტრი გორდონს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

დმიტრი გორდონი
Meduza

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს, დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტს ტერორიზმის გამართლება, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდება, რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების გავრცელება ედება ბრალი.

საქმის აღძვრის მიზეზი 2022 წლის მარტში გორდონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც ჟურნალისტი აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა.

გორდონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა.

კომენტარები