იულია ნავალნაია

იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

იულია ნავალნაია
rebeltv

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Foundation (HRF)-ის ხელმძღვანელი გახდა.

"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პირადად თვალს ადევნებდა დიქტატურის ჩამოყალიბებას, უდიდესი პატივია თავმჯდომარის პოსტის დაკავება". – ამბობს ნავალნაია.

ნავალნაიამდე ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი იკავებდა. 

"მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე". – თქვა კასპაროვმა.

HRF ვენესუელელმა უფლებადამცველმა ტორ ჰალვორსენმა 2005 წელს დააფუძნა. ფონდის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი მსოფლიოში ტირანიასთან ბრძოლაა.

კომენტარები