იულია ნავალნაია

X-მა ალექსეი ნავალნის ცოლის ანგარიში დაბლოკა

იულია ნავალნაია

X-მა (ყოფილი Twitter) გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას ანგარიში დაბლოკა. 

ნავალნაიამ X-ზე ანგარიში გუშინ, 19 თებერვალს შექმნა და მას რამდენიმე საათში უკვე 90 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. 

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ის, საკუთარი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი.

 

კომენტარები