რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგამოძიებო ბიურო გენერალ იური სოდოლის საქმეს გამოიძიებს

უკრაინის საგამოძიებო სამსახური უკრაინელი გენერლის იური სოდოლის საქმის გამოძიებას იწყებს, რომელსაც ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლის და სტრატეგიული პოზიციების დაკარგვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინის ოფისი ავრცელებს

როგორც ცნობილია, იური სოდოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. იური სოდოლი მეთაურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილს ხარკოვის ფრონტზე. იური სოდოლს ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და პარლამენტარები ხარკოვთან ტერიტორიების დაკარგვასა და ათასობით ჯარისკაცის გაწირვაში სდებენ ბრალს. 

უკრაინის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იური სოდოლის წინააღმდეგ საქმეში ასევე მონაწილეობს ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის შტაბის უფროსი ბოჰდან კროტევიჩი, რომელიც უკვე დიდი ხანია სოდოლის საქმის გამოძიებას ითხოვს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს იური სოდოლი თანამდებობიდან გადააყენა და მის ადგილას ანდრეი ჰნატოვი დანიშნა. 

კომენტარები