რუსული კანონი

შვაბე: ნათელი იყო, რომ საქართველო ევროპისკენ მიდიოდა, არ ვიცი, რატომ ტოვებს ახლა ამ გზას

საქართველო 1999 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, გვიწევდა ბევრი საკითხის განხილვა, ნათელი იყო, რომ საქართველო მიდიოდა პირდაპირი გზით ევროპისკენ ჩვენი ღირებულებების პატივისცემით, არ ვიცი, რატომ ტოვებს საქართველო ახლა ამ გზას. საპარლამენტო ასამბლეა, ევროპული საბჭო ღირებულებების დამცველი გახლავთ და ამიტომ ვუგზავნით ჩვენ სიგნალს საქართველოს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამომხსენებლებს ძალიან მიუკერძოებელი ანგარიშის წარდგენისთვის, რომელიც შეიცავს ამ ძალიან მკაფიო სიგნალს, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში არსებული რიტორიკით. თუ ბატონი ივანიშვილი საუბრობს გარე გავლენებზე, ვის გულისხმობს? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვგულისხმობს, მას ჩვენი გავლენა არ მოსწონს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რიტორიკით და ლგბტ პირების წინააღმდეგ კანონით. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ უცხოური აგენტების შესახებ კანონით. თუმცა, ჩემი უდიდესი შეშფოთება და  ვფიქრობ, რომ ჩვენი უდიდესი შეშფოთება უნდა იყოს მიმართული 26 ოქტომბრის არჩევნებისკენ. ორშაბათს მე ვსაუბრობდი იმ ქვეყნების შესახებ, ვისაც სურთ, იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები, თუმცა პატივს არ სცემენ ჩვენს ღირებულებებს და წესებს. დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნის საფასური არის ის, რომ შენ შეიძლება დამარცხდე არჩევნებში. ეს არის დემოკრატიასთან და ჩვენთან, როგორც ორგანიზაციასთან გარიგების ნაწილი

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თუ ერევი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, მაშინ ჩვენ ვიქნებით უკიდურესად შეშფოთებულები. როგორც ჩანს, თქვენ გსურთ აღკვეთოთ ის, რომ ხალხმა შეძლოს საარჩევნო ყუთების კონტროლი და ეს ასევე ეხება უცხოური აგენტების კანონსაც, რომელიც მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მაგალითად ევროკავშირიდან უჭერს მხარს, ვინც ცდილობს საარჩევნო ყუთების დაცვას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და საარჩევნო ყუთების დასაცავად. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ერთ-ერთი უმსხვილესი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში. ამ მისიას ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარე იულიან ბულაი უხელმძღვანელებს. ასე რომ, ჩვენ საქმეს ვასრულებთ, ჩვენ კვლავ ღია ვართ დისკუსიებისთვის და კომუნიკაციისთვის. თუმცა დღეს ჩვენ ვგზავნით მკაფიო გზავნილს – ნუ უთხრით ძირს ჩვენს ინსტიტუტებს, ნუ ესხმით თავს ვენეციის კომისიას, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ერთ-ერთი ორგანიზაციაა, დაბრუნდით ევროპისკენ, დაუბრუნდით ჩვენი წესებისა და ღირებულებების პატივისცემის გზას

თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თანამომხსენებელმა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ფრანკ შვაბემ.

კომენტარები