ევროკავშირის სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ

ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

REUTERS/Johanna Geron/File Photo

26 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა თავის სოციალურ ქსელში წერს.

"ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდების მცდელობების საპასუხოდ". - წერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის [ბელგიის] განცხადებაში.

ორი დღით ადრე, 24 ივნისს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი მიიღოსანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორები გახდა, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობაევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიღებული ზომები კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდით ავლას.

 

კომენტარები