საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მამარდაშვილი: ერთად ყველაფერს შევძლებთ

პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ.

წერს Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები