რუსეთში, ორლოვის სასამართლომ, 15 წლის სკოლის მოსწავლეს, არსენი ტურბინს, ანტიპუტინისტური ფლაერების გავრცელებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ტურბინი მეზობლების საფოსტო ყუთებში დებდა ფლაერებს წარწერით "შენ გჭირდება ასეთი პრეზიდენტი"? იმ მომენტისთვის სკოლის მოსწავლე 14 წლის იყო. ტურბინი ცოტა ხნით ადრე უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონის რიგებში ჩაწერას ცდილობდა.
2023 წლის აგვისტოში ტურბინი დააკავეს. თითქმის ერთი წლის შემდეგ სასამართლომ ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით აღმზრდელობით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.
ტურბინის თქმით სააგიტაციო ფურცლების დარიგება არავის დაუვალებია და მისი ინიციატივა იყო.





