აშშ-საქართველო

შაჰინი: ის, რაც ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ჩვენ შორის სამხედრო თანამშრომლობაზეც

ჯინ შაჰინი

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და აშშ-ს მხრიდან მოსალოდნელ საპასუხო ქმედებებზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე. 

“ როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში"- თქვა სენატორმა შაჰინმა. 

შაჰინმა ასევე თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი რუსული მიზნების განსახორციელებლად არის შექმნილი. ჯინ შაჰინის თქმით, ამ კანონის პირობებში საქართველოში მუშაობას ვერ გააგრძელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკული ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). სენატორმა შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს თბილისში ლიდერები მალევე იგრძნობენ. 

სენატორი ჯინ შაჰინი ერთ-ერთი თანაავტორია ქართველი ხალხის აქტის კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს საქნციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მონაწილეობდა რუსული კანონის მიღების პროცესში. 

კომენტარები