წყალმომარაგების შეზღუდვა

მისამართები, სადაც GWP-მ წყლის ცისტერნები განათავსა

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი აქვეყნებს ჩამონათვალს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.

მისამართები, სადაც 21 ივნისს სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდა:

  • 09:30 - 13:00 - ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125 
  • 10:30 - 13:00 - ვაკე, ქავთარაძის ქ. N70-72
  • 10:30 - 13:00 - ვაკე, მიხეილ შავიშვილის ქ.N1 
  • 10:30 - 14:00 - გლდანი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N11
  • 10:30 - 13:00 ვაკე, რევაზ მარგიანის ქ.,შენ.2/2

"ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნა ცხელი ხაზის საშუალებით მოითხოვოს" - წერს GWP.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც უკვე მეექვსე ღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს. ჯორჯიან უეთერ ენდ ფაიერის ცნობით, წიწამურთან "მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან". მათი განცხადებით, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი

"მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე 10 000-ობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყერულია მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები" - აცხადებს GWP.

კომენტარები