რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ ოკუპანტების მიერ გაშვებული 27 დრონი და 5 რაკეტა

Unian.net

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, 20 ივნისის ღამეს განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი 5 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთმა უკრაინას 4 ფრთოსანი X-101/X-555 რაკეტით, 3 ისკანდერით, 2 ერთეული X-59 მართვადი რაკეტით და 27 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმების დიდი ნაწილი დნეპროპეტროვსკზე მოვიდა.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია:

  • 4 ერთეული X-101/X555;
  • 1 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59;
  • 27 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები