ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვში ჩავარდნილ მოზარდს მაშველები საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებენ - ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. 

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში 8 წლის მოზარდი, დღეს, შუადღეს დინებამ გაიტაცა. მედიის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

კომენტარები