წყალმომარაგების შეზღუდვა

პირველადი მონახაზით, არ უნდა დასჭირდეს 7 დღეზე მეტი - GWP მილსადენის აღდგენაზე

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის თქმით, წიწამურთან დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები "პირველადი მონახაზით, არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტ ხანს". ის აღნიშნავს, რომ 7 დღე მოიცავს როგორც გრუნტისგან გათავისუფლებას,  ასევე მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის ახლით ჩანაცვლებას.

"პირველი დღეა, რაც სპეციალური რეჟიმი ამოქმედა, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებული რაიმე მნიშვნელოვანი გადახრა ამ რეჟიმიდან. ცალკეულ შემთხვევებზე, სადაც რეჟიმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული დღის გარკვეული მონაკვეთი წყალმომარაგება, პარალელურად მობილიზებული გვყავს ავტოცისტერნები და ვახდენთ მათი მეშვეობით წყლის მიწოდებას" - ამბობს ნადირაძე.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი 16 ივნისს დაზიანდა. მის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.

"მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24-საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა" - აცხადებს GWP.

კომენტარები