ძალიან ბევრმა ფული დაზოგა - და თავისი ხელფასი და შემოსავალი, რაც ჰქონდათ, მთლიანად ფრენის ბილეთებში დახარჯეს და თამაშს რომ დასწრებოდნენ. ჩვენს ქვეყანაში ასეთი გარემოა, ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს. 30 წელი ველოდებოდით, რომ დიდ ტურნირზე გვეთამაშა და ეს ოცნება ჩვენ, ყველას აგვიხდა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ, როგორ წარვადგენთ საკუთარ თავსა და საქართველოს. ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვეცდებით, რომ აქ ჩვენი თავი რაც შეიძლება სათანადოდ წარმოვაჩინოთ და ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელოთ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
კაშია: ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო – ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ
tbl.ge/6tgm
დაკოპირდა

თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ. 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს ეროვნული ნაკრებისაქართველოს ნაკრებიგურამ კაშიაევრო 2024EURO 2024
ამავე თემაზე
- საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, დინამოს მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება
- სანიოლმა სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
- სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
- ლოჩოშვილი: უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თამაში - ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით