რუსეთი

ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამმა მონაწილეობა არ მიიღო შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე, თუმცა, გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში, BRICS-ის შეხვედრაზე. 

 ჰანოიში 2-დღიანი ვიზიტის დროს პუტინი, დიდი ალბათობით, ვიეტნამის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება. 

ვიეტნამის კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა. 

"არცერთმა სახელმწიფომ პუტინს არ უნდა მისცეს მისი ომის წახალისებისა და იმ სისასტიკის ნორმალიზების საშუალება. თუ მას შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართულად დარღვეევის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს." – ამბობს ვიეტნამში აშშ-ის საელჩოს სპიკერი Reuters-თან. 

ცნობისთვის, 10 სექტემბერს, აშშ-სა და ვიეტნამს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა.

ვიეტნამისთვის ეს სტატუსი განკუთვნილია მისი ყველაზე ახლო პარტნიორებისთვის და მას ამ დრომდე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა დამყარებული 4 ქვეყანასთან (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა).

აშშ და ვიეტნამი – ომიდან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე

კომენტარები