არჩევნები 2024

კუპრაძე: ყოველდღიური ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ ალტერნატიული პარტია ვართ

ქართული ოცნების პროპაგანდისთვის ყველა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა იქნება. თუმცა, აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად იმუშავებს მათი პროპაგანდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ამ პროპაგანდისტული მესიჯბოქსის მსხვერპლი არიან. ჩვენ შინაარსით, იდეოლოგიური, პროგრამული, ყოველდღიური პოლიტიკური ნაბიჯების გათვალისწინებით, ვაჩვენებთ, რომ ალტერნატიული პარტია ვართ.

ჯამში, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში, იმ შეცდომების გამეორების შესაძლებლობა აღარ დავუშვათ. იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა გაჯანსაღდეს, ადამიანის უფლებები დაცული იყოს და ა.შ. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, მნიშვნელოვანია უკომპრომისო წინააღმდეგობის გაწევა ყოველგვარი მაგრამ-ების გარეშე. არანაირი მაგრამ აღარ უნდა არსებობდეს მაშინ, როცა მთავრობა იცვლება - სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, სუს-ზე, პროკურატურაზე, ეროვნული ბანკის გათავისუფლებაზე და ა.შ. ეს ჩვენი ძირითადი ხაზი იქნება, სადაც შინაარსით განვსხვავდებით [...] ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყნის სამომავლო მართვა და რეფორმები შეთანხმებასა და კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული. საქართველოში პროდასავლური პარტიების წარმატება მნიშვნელოვანია. 

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე. კუპრაძეს ჰკითხეს, მისი პარტია რას აკეთებს იმისთვის, რომ მათი იდენტობა ნაციონალური მოძრაობისგან ცალსახად გაიმიჯნოს და რა არის მათი იდეები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში გააჟღერებენ.

კომენტარები