არჩევნები 2024

ელისაშვილი: ერთიანი სიაც რატომაც არა, თუ არგუმენტები იქნება

ალბათ, მარტო არ ვიქნებით. მე წითელი ხაზები ყოველთვის ძალიან მკაფიოდ მქონდა, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში - პრორუსებთან მქონდა და დარჩა, თუმცა ეს წითელი ხაზი არ არის, პირდაპირ უფსკრულია [...] ახლა კი, მიმაჩნია, რომ რუსული კანონის ხელახლა შემოტანისა და მიღების შემდეგ, ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამასთან ერთად არ დავდგები, იმასთან ერთად არ დავდგები - ჩემი აზრით, ამ კუდრაჭობის დრო არ არის. ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს.

რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს ქართულ ოცნებას, ყველაფერზე თანახმა ვართ და ყველაფრის მონაწილეები ვიქნებით. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ - ერთიან სიაზეც რატომაც არა, თუ არგუმენტები იქნება [...] გამსხვილებისა და გაერთიანებების გარეშე არაფერი გამოვა. იმიტომ, რომ არცერთი ხმა და მანდატი არ უნდა დაიკარგოს. 

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფორმულას ეთერში. ჟურნალისტმა მას კითხვა წინასაარჩევნო გეგმების შესახებ დაუსვა - თუ როგორ ხედავს პოლიტიკურ მომავალს, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლით, თუ სხვა პარტიებთან თანამშრომლობითა და გაერთიანებით.

კომენტარები