ბალდის კანიონი

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ – დაჭრილია 2 ადამიანი

ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, ბალდის საპროტესტო კარავს თავს დაესხნენ.  

"ბალდის კარავში სანადირო თოფით და დანებით შევარდა ინვესტორი კომპანიის ორი "სპიკერი", რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ ვიდეოში ჰყავდათ გამოყვანილი და პროტესტის მონაწილეები სასიკვიდლოდ გაიმეტა. დაჭრილია მოძრაობის ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფიშია გადაყვანილი. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - წერს აქტივისტი გიგა ბექაური.

მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" სოციალურ ქსელში წერს, რომ დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. მათგან ერთი - 7 მძიმე ჭრილობით - ყელის, თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში - ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი და აქვეყნებენ მის ფოტოსაც. 

შემთხვევა გუშინ, 12 ივნისის ღამეს მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

კომენტარები