არცევნები 2024

ზურაბიშვილი ახალგაზრდებს: დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ

თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით.

შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ რუსული კანონი და დღეს რაღა ვქნათო. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ. 

ეს ერთი კანონი, რომელიც უკვე მიღებული არის, და ბევრი სხვა კანონი, რომლებიც არანაკლებ რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტის სხდომით. ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში, ეს უკვე გადაწყვეტილია, უკვე ხელმოწერილია პრაქტიკულად ყველა იმ პარტიისგან, ვისაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული. მათი პროევროპულობა დასტურდება, ჩვენ არავის ისე არ ვენდობით, როცა ამ კანონებს გააუქმებენ - ეს იქნება თქვენი გამარჯვება. 

ცხადია ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე - არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. 

კომენტარები