ლარის კურსი

$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან 1.56 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.79 თეთრით. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8646 ლარია, ერთი ევროსი - 3.0763 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.15 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.09 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი დღეს, 11 ივნისს.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართანაც და ევროსთანაც 18-18 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები