თეონა აქუბარდია

აქუბარდია პაპუაშვილს: ახალგაზრდას თქვენი ორგანიზებული ჯგუფი უსწორდება, ესაა თქვენი ღირსება

ყველაზე დიდი უბედურება, რის სათქმელადაც აქ შემოვედი არის ის ტერორი, რომელიც თქვენი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით მოხდა. თქვენი განცხადება, რომელიც არის, როგორც მინიმუმ, წახალისება ახალგაზრდა კაცის ზურგიდან, მიპარვით ცემის და ის წახალისება, რომელიც თქვენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოაცხადეთ.

რაც არ უნდა იძახოთ, რომ სანქციების არ გეშინიათ, ამ ქვეყანას რასაც მოუტანთ და რაც უკვე მოუტანეთ ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. მაშინ, როდესაც თქვენს განცხადებაში ლაპარაკობთ, რომ ტერორი, რადიკალიზმი და უბედურება დასავლეთისგან მოდის და თან მეორეს მხრივ იძახით, რომ ღირსებით ვითომ ევროპაში მიდიხართ აი ეს არის თქვენი ღირსება, ახალგაზრდა კაცის თქვენი განცხადების შემდეგ, თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები ასე უსწორდებიან. მაინტერესებს, რას აპირებთ?! ლექტორი კაცი ბრძანდებით, სულ რომ თავი დავანებოთ დეპუტატობას და ქვეყნის პირველ პირობას, ასე აპირებთ, რომ საქართველო აცხოვროთ?! [...] მაინტერესებს, თქვენ თუ ცნობთ პასუხისმგებლობას. ოდნავ მაინც სინდისი უნდა გაწუხებდეთ.

უთხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.

დღეს, 11 ივნისს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ტიტუშკები სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები