ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.4 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 1.8 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან 2.43  თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.83 თეთრით გამყარდა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8490 ლარია, ერთი ევროსი - 3.0584 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.15 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.10 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართანაც და ევროსთანაც 16-16 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები