რუსეთი-სომხეთი

რუსეთი: სომხეთს წევრობის შეჩერების სურვილის მიუხედავად ОДКБ-სთან ვალდებულებები კვლავ გააჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ფინანსური ვალდებულებები კვლავ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერება დააანონსა და ბიუჯეტში თანხის შეტანაზე უარი თქვა.

"ერევანი ვალდებულად რჩება შეასრულოს ფინანსური მოთხოვნები ორგანიზაციის წესდებასა და სხვა დოკუმენტებთან თანხვედრაში, რომლებიც მიღებულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ". - აღნიშნავს უწყება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მიდგომა პასუხობს "საერთაშორისო ორგანიზაციების გლობალურ პრაქტიკას , სადაც ფინანსური დისციპლინა შენარჩუნებულია მიუხედავად ერთ-ერთი წევრის "შეჩერების" სურვილისა, ან თუნდაც წევრობის შეწყვეტის შემთხვევაშიც".

უწყება წერს, რომ სომხეთის მხრიდან ფინანსურ კონტრიბუციაზე უარის გამო, ორგანიზაციის 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებაა საჭირო. ამავდროულად, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

კომენტარები