რუსული კანონი

ერთობლივ წერილში ევროპული ორგანიზაციები EU-ს ხელისუფლების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

ლუკა ახალაია/ტაბულა

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაციები რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და ევროკავშირის ორგანოებს მიმართავენ, რომ შესაბამისი საპასუხო ქმედებები დაიწყონ. ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ კანონი უპირობოდ გააუქმონ.

წერილს ხელს აწერს 20 ორგანიზაცია. მასში ხაზგასმულია საქართველოში ბოლო თვეებში დემოკრატიის გაუარესების კუთხით მიმდინარე მოვლენები. საპასუხო ზომებს შორის ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ევროკავშირის ორგანოებსა და წევრ ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების რეჟიმის დაწესების მოთხოვნასაც აჟღერებენ.

ერთობლივ წერილში ორგანიზაციები წერენ:

"მიუხედავად ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ძლიერი წინააღმდეგობისა, რომელიც აშკარად დადასტურდა განგრძობითი მასშტაბური აქციებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ცალკეული აქტივისტების ფუნქციონირებას.

ეს კანონმდებლობა არის ავტორიტარულ ქვეყნებში არსებული ტენდენციების გამოძახილი, მათ შორის რუსეთის უცხოელ აგენტთა კანონის, რომელიც გამოიყენეს კრიტიკის ხმის ჩასახშობად, სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად და განსხვავებული აზრის შესაზღუდად.

ჩვენ, ხელმომწერი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელი რეპრესიული კანონის მიღების გამო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი ექსპერტები და დემოკრატიის მხარდამჭერი დონორები ერთად მუშაობდნენ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქართველ ხალხთან ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს საჯარო და სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიული კანონმდებლობის მშვიდობიანად გაპროტესტებაში და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებღ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის. შესაბამისად, მოგიწოდებთ:

  • საქართველოს მთავრობას, რომ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურადაა აღწერილი ევროკავშირის კომისიის 9 ნაბიჯში, მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში.
  • ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანთა უფლებებში, ოლოფ სკუგს, დააორგანიზოს საქართველოში ვიზიტი პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაუნდობელი ჩახშობის ფონზე და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პირობები, მათ შორის ისინიმ რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგში განიხილებოდა.
  • ევროპულ კომისიას, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები, პირველ რიგში, უარყოფითი პირობითი ზომები, მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რათა საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეს.
  • ევროპულ კომისიას, რომ მოუმატოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის NDICI-ის დამხმარე და სწრაფი რეაგირების ფონდებით მოხდეს ჩქარი და სრულფასოვანი ქმედება სამოქალაქო საზოგადოების დახურვის პასუხად, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველების, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის, დამოუკიდებელი მედიის აქტორებისა და არჩევნების სამოქალაქო დამკვირვებლების მხარდაჭერით.
  • ევროპული პარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფს (DEG), რომ დაიწყონ კონსულტაციები არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც უძღვება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხარდაჭერა და ქვეყანაში არჩევნების დაკვირვებას პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინოს.

ხელმომწერთა სია: 

  1. Article 19
  2. Association for Democracy Assistance and Human Rights
  3. Brot für die Welt 
  4. Club de Madrid
  5. Danish Institute for Parties and Democracy
  6. Democracy Reporting International
  7. Eastern Partnership Civil Society Forum
  8. Elbarlement
  9. European Partnership for Democracy 
  10. Free Press Unlimited
  11. Human Rights Without Frontiers
  12. ILGA-Europe
  13. International Federation for Human Rights – FIDH
  14. International Partnership for Human Rights 
  15. International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
  16. International Rehabilitation Council for Torture Victims 
  17. Netherlands Helsinki Committee
  18. Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
  19. Protection International
  20. The Netherlands Institute for Multiparty Democracy 
  21. Westminster Foundation for Democracy"

კომენტარები