მიუღებელია ჩემთვის ასეთი ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ მგონია, რომ დიახ, დროა უკვე, ცვლილებები მოხდეს და მე ველოდები, რომ დიახ, ტრამპი შეძლებს, რომ გახადოს ამერიკა უფრო დიადი და სამართლიანი. მე პირადად მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს. ასე რომ, მისტერ ტრამპ, აბა, თქვენ იცით!
თქვენ [ჟურნალისტებს] ძალიან გინდათ, რომ ქვეყანა დასანქცირდეს. თქვენ ძალიან გაგიხარდათ ეს თემა, მაგრამ ვერ ეღირსებით. სანქცია ისედაც დადებული აქვთ ამერიკელებს. ის, ვინც შენი პარტნიორია, თან სტრატეგიული პარტნიორი, ისინი ასე არ იქცევიან. სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს. მარწუხებით უნდათ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და მათ ნებას დავყვეთ. რატომ? გლობალური ომის პარტია ვინც არის, რომ ჩვენ მეორე ფრონტი გავხსნათ, ისინი კიდე ასე გვაშანტაჟებენ.





