ბოლოს განვითარებული მოვლენები საქართველოში ძლიერ შეშფოთებას იწვევს, როგორც NATO-ს შტაბბინაში, ასევე მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, განსაკუთრებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კანონი საქართველოსთვის არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებლად მივიჩნევთ და შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. როგორც ცოტა ხნის წინ [NATO-ს] გენერალურმა მდივანმა თქვა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებები, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესრულდეს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან გამორჩეულად ახლო პარტნიორობის დაფასებას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ისევ აღადგენს დემოკრატიული რეგორმების გზას და არა დაასუსტებს, არამედ უფრო გააძლიერებს დემოკრატიას.
NATO-საქართველო
ვინიკოვი რუსულ კანონზე: NATO კანონს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებლად მიიჩნევს
tbl.ge/6t4e
დაკოპირდა

თქვა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა სტრატეგიული განვითარების ცენტრთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




