რუსული რეჟიმი

"დავხვდეთ კობახიძეს" – 8 ივნისს, 9:00 საათზე თსუ-ს II კორპუსთან აქცია გაიმართება

ირაკლი კობახიძე

ხვალ, 8 ივნისს, 9:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ აქცია გაიმართება სახელწოდებით "დავხვდეთ კობახიძეს".

"შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი.

"ლექტორი", რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და "კაცი", რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. "პრემიერი", რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.

მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს.

გელოდებით ყველას შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით.

წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას! ამიტომ გელოდებით ყველას!" - ნათვამია აქციის აღწერაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან ირაკლი კობახიძეს სტუდენტები საპროტესტო აქციით 25 მაისსაც დახვდნენ, აქციის მონაწილეების თქმით, როცა პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თსუ-ის სივრცეს ტოვებდა, პარალელურად  ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დემონსტრანტებს ორგანიზებულად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები