რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: მოვიგერიეთ მსხვილი რუსული იერიში, განადგურებულია 48 დრონი და 5 რაკეტა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

7 ივნისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, 5 ფრთოსანი რაკეტითა და 53 უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო იერიში მიიტანეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, განადგურებულია 5-ვე რაკეტა და 48 დრონი. 

"საჰაერო ბრძოლის შედეგად, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიეს, კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის ოლქებში ჩამოგდებულია 48 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ერთეული X101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა". – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

კიევის ოლქში რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები