აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ხაბეიშვილი: მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის

ქართული ოცნების წევრებს, რუსულ კანონზე ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია!

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.

აშშ-მ რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა

კომენტარები