აი სწორედ ეს არის მიზანი, ძალიან ბევრი თვეა, თქვენ ამას ხედავთ და ხალხი კიდევ უკეთ, რომ მიმდინარეობს მთავარი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა, რაკი რევოლუციები ვერ ეწყობა ასე მარტივად, იმიტომ რომ მინიმუმ 2 მცდელობა იყო 2018 წლიდან დღემდე, მაშინ უნდა ეს მთავრობა როგორმე განარიდონ ხალხს.
ორი მოცემულობა გაჩნდეს, ეს ცუდი, მიუღებელი მთავრობა, ეს ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, არამხოლოდ პარლამენტარები, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ და მადლობას ვეუბნები იმიტომ, რომ ჩვენთან თუ 84-მა დეპუტატმა მისცა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ხმა დღეს საფრანგეთში 140-მდე დეპუტატმა გააკეთა იგივე თუ მეტმა. გარდა დეპუტატებისა მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ეხება, უბრალოდ ამერიკულ ენაზე, ინგლისურს არ ვამბობ, ამერიკულ ენაზე this government ნიშნავს ყველაფერს, ხელისუფლებას ფართო გაგებით, ანუ ყველა ვიგულისხმებით მათ შორის, პირველ რიგში მეც და ჩემი კოლეგებიც, რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ რაღაცნაირად ასეთი ფენომენები. რომლებსაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი, არ ვიცით არც კომპიუტერი და ინგლისური და ჩვენ ვართ მიუღებლები.
ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს, რატომ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს. ეს ფარი, რა თქმა უნდა, მთავრობის სახით, უფრო სწორად ხელისუფლების სახით, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაზე საუბრობენ თავიანთ მტრულ კანონის პროექტში, რომელსაც მეგობარი აქტი დაარქვეს, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ სამარცხვინოა იმის თქმა, ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, ამერიკელი თუ ქართველი, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა ხელისუფლება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, ამის თქმა და ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს და ეთერში დროს დაგვახარჯვინებს ზედმეტად, ვინც გვისმენს იმან კარგად იცის, რასაც ვგულისხმობ, რატომ არის სამარცხვინო.
აი ეს ხელისუფლება უნდა დაეცეს იმიტომ, რომ ფარის ფუნქციას ასრულებს. ეს ხდება შესაბამისად, დღევანდელი სანქციებიც იმიტომ არის შეცდომა, უფრო სწორად მიზნად, ჩემი აზრით ისახავს იმას, რომ შექმნან ან გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ის უმცირესობა, რომელიც არის ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების ფართო მასების აზრი და ეს როდესაც მოხდება შემდეგ ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება, ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან, ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნისთვის, ხმამაღლა ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობთ და დღემდე წარმატებასაც ვაღწევთ, იმიტომ რომ საფრთხე არ რეალიზდა.





