რუსული კანონი

ჰერჩინსკი ოცნებაზე: EU-ს ლიდერებს არ ესმით, რატომ კეთდება ასეთი დამაზიანებელი განცხადებები

ჩვენთვის სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ძალაში შევიდა და 27 წევრ სახელმწიფოს შორის დავიწყეთ შიდა განხილვები შედეგებგან დაკავშირებით...

...ძალიან ვღელავ, რომ ასეთი განცხადებები ისმის ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებშიც და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, რა ხდება და რატომ იმეორებენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთ აბსურდულ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის დამაზიანებელ განცხადებებს. როგორც ცნობილია, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა ცხრა ნაბიჯიდან პირველია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი უსაფუძვლო განცხადებები აღარ გამეორდება.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომ ევროპული სახელმწიფოები საქართველოში ტერორიზმს აფინანსებენ. 

კომენტარები