აშშ-საქართველო

კობახიძე: თუ თავდაცვის კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას ეს დამაზიანებელი იქნება აშშ-სთვის

თავდაცვას რაც შეეხება, ამ სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, გაღრმავებაც და აქ ვიტყვი მკაფიოდ ერთ რამეს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხრისთვის, ისე ამერიკული მხარისთვის.

აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები