მიგრაცია საქართველოში

შსს: მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევა

კადრი ვიდეოდან/შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. 

"„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 42 მოქალაქე.

გაძევებულ პირთა შორისაა საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები